გაეროს უშიშროების საბჭოს სირიის ქალაქ ალეპოში დამოუკიდებელი დამკვირვებლების გაგზავნა სურს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა დღეს ჩატარდება.
საბჭოს ზოგიერთი ქვეყანა შიშობს, რომ ინიციატივას ბაშარ ალ ასადის მოკავშირე რუსეთი მხარს არ დაუჭერს. 2011 წლიდან დღემდე ოფიციალურმა მოსკოვმა სირიასთან დაკავშირებულ 6 რეზოლუციას ვეტო დაადო.
ამ დროისთვის ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში ათასობით ადამიანი სიცოცხლისთვის საშიშ ვითარებაში რჩება. მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი პარასკევს შეჩერდა.