იემენის ქალაქ ადენში სამხედრო ბაზასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება დღეს დილით მოხდა. თვითმკვლელმა-ტერორისტმა სამხედრო ბაზასთან ახლოს თავი აიფეთქა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.