იმერეთში, ზესტაფონში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაცი მოკლეს. აღნიშნული ფაქტი „პირველს" შსს-ში დაუდასტურეს.
პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-15 წლამდე.