logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტი facebook-ით მცდარი ახალი ამბების გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი კანონის შემოღებას გეგმავს
- +

18 დეკემბერი. 2016. 16:05



ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი მცდარი ახალი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ევროპის მასშტაბით მკაცრი კანონის შემოღების ინიციატივით გამოდის.


გერმანიის პარლამენტი აღნიშნულ კანონმდებლობაზე უკვე მუშაობს.


„დოიჩე ველეს" ცნობით, მარტინ შულცმა და გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ერთმანეთისგან დამოუკიდებელ პრესკონფერენციაზე კონკრეტულ გეგმზე ისაუბრეს, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას კანონმდებლობა, რომელიც facebook-ის მსგავს პლატფორმებს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას აუკრძალავს.


ევროპარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მცდარი ახალია ამბები ზიანს აყენებს დემოკრატიას და არღვევს ადამიანის უფლებებს.


პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ საიტზე საზიანო მასალის შემჩნევიდან 24 საათის განმავლობაში მათზე შესაბამისი რეაგირება არ მოხდება, სოციალურ ქსელებს ჯარიმის სახით 500 ათასი ევრო უნდა დაუწესდეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner