logo_geo
eng_logo
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღგენილია
- +

18 დეკემბერი. 2016. 17:51


 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღგენილია.


მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად (ღამის საათებში ყინვა -28 გრადუსია, დღის საათებში კი -12 გრადუსი), ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და ამ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


უსაფრთხოების მიზნით და საცობების თავიდან ასაცილებლად, საპატრულო პოლიცია მისაბმელიან ტრანსპორტს ეტაპობრივად ატარებს. მისაბმელიანი ტრანსპორტის ნაწილი უკვე გატარებულია როგორც მლეთის, ასევე ლარსის მიმართულებიდან.


გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში მიმდინარეობს ცალმხრივად.


აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით ხდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner