logo_geo
eng_logo
სირიაში მოსახლეობის ევაკუაციისთვის განკუთვნილი ავტობუსები დაწვეს
- +

18 დეკემბერი. 2016. 19:14



BBC-ის ინფორმაციით, სირიაში ხელისუფლების მოწინაარმდეგე ერთ-ერთმა დაჯგუფებამ მოსახლეობის ევაკუაციისთვის განკუთვნილი ავტობუსები დაწვა.


5 ავტობუსი, რომელიც იდლიბის პროვინციაში მდებარე ორი შიიტური სოფლისკენ მიემართებოდა ალყაში მოაქციეს.


ალეპოდან ევაკუაციას ამ დრომდე ათასობით მოქალაქე და ამბოხებული ელოდება. სირიაში, ალეპოს აღმოსავლეთ რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მხარეებს შორის მიღწეული ახალი შეთანხმების საფუძველზე 17 დეკემბერს უნდა განახლებულიყო.


სირიაში კონფლიქტი 2011 წლის მარტში დაიწყო, როდესაც სირიის ქალაქ დერააში კედლებზე ანტისახელისუფლო ლოზუნგები გამოჩნდა. პოლიციამ ოპოზიციის აქტივისტები დააკავა და ციხეში სასტიკად სცემა, რის პასუხადაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სამთავრობო დაწესებულებების დარბევა დაიწყეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner