„პატრიოტთა ალიანსის" ერთერთი ლიდერი ემზარ კვიციანი „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, რომ ფარული ვიდეოების გავრცელებასთან დაკავშირებით სპეცალური საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ ეტაპზე აჭირო არ არის:
„არ ვფიქრობ, რომ საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. რეფორმა უნდა ჩატარდეს სპეცსამსახურებში და გაიწმინდოს სისტემა იმ ადამიანებისგან, ვინც ამ ყველაფერს სჩადის. არაფერი კომისია არაა საჭირო.
კადრების გადაღების საშუალება აქვთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს და უცხოურ სპეცსამსახურებს და უცხოელებს თუ აეკრძალებათ ამის კეთება, კიდევ უფრო კარგი იქნება.
უნდა შეიცვალონ ადამიანები, რომლებიც არიან ჩარჩენილები სააკაშვილის შემდეგ!"