ისრაელის ყოფილ პრეზიდენტს მოშე კაცავს, რომელიც სასჯელს 5 წლის განმავლობაში გაუპატიურებისთვის იხდის, პატიმრობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება შეწყალების კომისიამ მიიღო. მოშე კაცავი ციხეს მომდევნო კვირაში დატოვებს.
კაცავის მხრიდან ეს იყო მესამე მცდელობა მიეღწია ვადაზე ადრე გათავისუფლებისთვის. წინა ორი მცდელობა უშედეგო იყო.
2011 წელს კაცავს თელავივის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თავისი ორი ხელქვეითის გაუპატიურებისთვის, სექსუალური ძალადობისთვის, უხამსი ქცევისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის მცდელობისთვის.
ექსპრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს.