logo_geo
eng_logo
სტამბოლის გერმანულ სკოლაში საშობაო აქტივობები აიკრძალა
- +

18 დეკემბერი. 2016. 22:32



თურქმა ხელმძღვანელობამ, სტამბოლის გერმანულ სკოლაში „Istanbul Lisesi"-ში საშობაო აქტივობები აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის დირექცია ავრცელებს. სკოლაში 35 გერმანელი მასწავლებელი მუშაობს. ისინი ფინანსდებიან გადასახადებისგან შემოსული თანხებით, რაც წელიწადში 1 მილიონ ევროს შეადგენს.  დირექციის განცხადებით, სკოლაში იკრძალება ნებისმიერი აქტივობა, რაც შობის დღესასწაულთან ასოცირდება.


დირექციაში, ასევე, აცხადებენ, რომ სკოლის გუნდს გერმანიის გენერალურ საკონსულოში გამართულ საშობაო ღონისძიებაში მონაწილეობაც ეკრძალება.


აღნიშნულ ფაქტს უარყოფითად აფასებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აცხადებს, რომ აღნიშნულ სკოლას ნაწილობრივ გერმანიის სახელმწიფოც აფინანსებს.


„არ გვესმის რაში დასჭირდა სკოლის ხელმძღვანელობას ასეთი გადაწყვეტილების მიღება. სამწუხაროა, რომ წელს საშობაო ტრადიცია დაირღვევა",- ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.



"Istanbul Lisesi" მდიდარი ტრადიციების მქონე ელიტური სასწავლო დაწესებულებაა, სადაც მხოლოდ თურქი მოსწავლეები სწავლობენ (განსხვავებით სტამბულში მდებარე კიდევ ერთი გერმანული სკოლა "Alman Lisesi"-სა, სადაც განათლებას იღებენ როგორც თურქი, ისე გერმანელი სტუდენტები).


"Istanbul Lisesi"-ს მინიჭებული აქვს გერმანული სკოლის ოფიციალური სტატუსი საზღვარგარეთ, რომელიც აღიარებულია გერმანიის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ. სკოლის გერმანულ დეპარტამენტს თავისი ხელმძღვანელობა ჰყავს, რომელიც, სკოლის ძირითად მმართველობას ექვემდებარება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner