ჟურნალისტმა დავით კიკალიშვილმა გადაცემა „P.S"-ში განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2" დატოვა. როგორც დავით კიკალიშვილმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ გადაცემას აღარ წაიყვანს, აღარც საქართველოში იცხოვრებს.
„პირადი მიზეზის გამო, მე „P.S"-ს და საქართველოს ვტოვებ",- აღნიშნა კიკალიშვილმა.
გადაცემას ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გაუძღვება. კოლეგები დავით კიკალიშვილს პირდაპირ ეთერში დაემშვიდობნენ.