logo_geo
eng_logo
ჩეჩენ სამხედროებს რუსებთან ერთად სირიაში წასვლას სთავაზობენ
- +

18 დეკემბერი. 2016. 23:20


 

პანკისელი ჟურნალისტის სულხან ბორძიკაშვილის ინფორმაციით, 12-მა ჩეჩენმა სამხედრომ სამსახური დატოვა იმის გამო, რომ მათ სირიაში რუსებთან ერთად საბრძოლველად წასვლას აძულებდნენ.


ჟურნალისტი, ასევე, "პირველთან" საუბარში აცხადებს, რომ იმ 12 სამხედრო მოსამსახურიდან, რომლებმაც სირიაში წასვლაზე უარი თქვეს, რამდენიმე, დაუზუსტებელი ინფორმაციით, მოკლეს.


პანკისელი ჟურნალისტი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელშიც წერს, რასაც თან გარდაცვლილი ადამიანების ფოტოს ურთავს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ინფორმაციის დადასტურება მას არ შეუძლია.

 

„ჩეჩენი ბიჭები, რომლებმაც უარი თქვეს რუსებთან ერთად სირიაში ბავშვების სისხლში ხელის გასვრაზე,ასეთი სასჯელი მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ უარი თქვეს სირიაში წასვლაზე, სამხედრო სამსახურს თავი დაანებეს, მაგრამ ეს არა აპატიეს",- წერს ჟურნალისტი.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სირიიდან სამხედრო ძალების გაყვანის ბრძანება 14 მარტს გასცა. რუსეთი, სირიიდან შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილის გამოყვანის მიუხედავად, ქვეყანაში საჰაერო დარტყმებს აგრძელებს.


სირიაში კონფლიქტი 2011 წლის მარტში დაიწყო, როდესაც სირიის ქალაქ დერააში კედლებზე ანტისახელისუფლო ლოზუნგები გამოჩნდა. პოლიციამ ოპოზიციის აქტივისტები დააკავა და ციხეში სასტიკად სცემა, რის პასუხადაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სამთავრობო დაწესებულებების დარბევა დაიწყეს.


სამთავრობო ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ბაშარ ასადის რეჟიმის რღვევა. ტრაგიკულ ინციდენტს სირიის დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. თურქეთში გაქცეულმა სირიელმა გენერლებმა "სირიის თავისუფალი არმია" შექმნეს, რითაც სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო. არაოფიციალური მონაცემებით, კონფილიქტმა, 200 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 10 მილიონამდე კი, ლტოლვილი გახდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner