logo_geo
eng_logo
ზვიად გამსახურდია: ვერაფერს ვიზამთ. ასეთია ჩემი ბედი...
- +

24 მარტი. 2016. 04:45


ზვიად გამსახურდიას და რუსეთის სამხედრო დაზვერვის გენერლის მოლაპარაკების სცენა გალის რაიონში...


ვითარება ასეთია: რუსეთი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს გამსახურდიას და არა შევარდნაძეს. რუსეთი გზას უხსნის გამსახურდიას და მის მომხრეებს თბილისისაკენ. სანაცვლოდ რუსეთი გამსახურდიასაგან მოითხოვს აფხაზეთის თუნდაც ერთობლივი კონტროლის უფლებას.


ეს მოთხოვნა ერთ ფურცელზეა ჩამოყალიბებული. მას მხოლოდ გამსახურდიას ხელის მოწერა აკლია. გამსახურდიამ უპასუხა, რომ ასეთ დოკუმენტზე ხელს არ მოაწერს.


გენერალი ურჩევს არ აჩქარდეს, დაფიქრდეს, ყველაფერი გაიაზროს, აწონ-დაწონოს და მერე მიიღოს გადაწყვეტილება.


როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ეზოში მდგარა მორად გადახერხილი უზარმაზარი დიამეტრის წიფლის მაგიდა, გარშემო -მორებისავე სკამები.

ზვიადს გენერლისავე მიწოდებული ქაღალდი აუღია, მაგიდასთან დამჯდარა და დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში არ მოუშორებია თვალი ამ ტექსტისათვის.


რომ დაბრუნდა, თვითმხილველებმა შენიშნეს, რომ ზვიადი იყო გათეთრებული. გენერალსა და ზვიადს შორის ასეთი დიალოგი გამართულა:

_ მე ვერ მოვაწერ ხელს ამ დოკუმენტს, _ თქვა ზვიადმა.


_ ძალიან ვწუხვარ, მაგრამ გაქვთ შეგნებული საფრთხეები, რომელიც თქვენი უარიდან გამომდინარეობს? _ უპასუხია გენერალს.


_ ვიცი. ეს არის ჩემი სიკვდილი.


_ მენანებით. ზვიად კონსტანტინეს ძევ.


_ ვერაფერს ვიზამთ. ასეთია ჩემი ბედი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner