logo_geo
eng_logo
სოფელ ნუკრიანში ხანძარი ლოკალიზებულია
- +

19 დეკემბერი. 2016. 03:23



სოფელ ნუკრიანში შენობას, რომელშიც განთავსებულია კულტურის და იუსტიციის სახლები, ლიბერთი ბანკის ფილიალი  ხანძარი გაჩნდა.


შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალოზებულია. ცეცხლის ჩასაქრობად დამხმარე ბრიგადების გამოძახება გახდა საჭირო.


ხანძარი 600 კვ.მ-ამდე ფართზე გაჩნდა. ოპერატიული რეაგირების შედეგად, მთლიანად გადარჩა ლიბერთი ბანკის ფილიალი, იუსტიციის სახლის ფართის 99%,  დაიწვა კულტურის სახლის დარბაზი და სახურავი.



ხანძრის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ელექტროსადენის დაზიანება სახელდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner