logo_geo
eng_logo
შსს-მ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით შრი-ლანკის ორი მოქალაქე დააკავა
- +

19 დეკემბერი. 2016. 10:23


 


შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შრი-ლანკის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 1989 წელს დაბადებული თ.ს და 1986 წელს დაბადებული ს.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.


გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner