logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, პარლამენტში ხარჯების 2 მილიონი ლარით შეკვეცას მოვახერხებთ
- +

19 დეკემბერი. 2016. 11:04


 



პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ პარლამენტი მოახერხებს, ხარჯები 2 მილიონი ლარით შეამციროს. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან კონსულტაციები გრძელდება.



„ვფიქრობთ, ხარჯების 2 მილიონი ლარით შეკვეცას მოვახერხებთ. ამაზე პარლამენტსა და მთავრობას შორის კონსულტაციები აქტიურად გაგრძელდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ჟურნალისტის კითხვაზე, ხარჯების შეკვეცის ფარგლებში პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრა ხომ არ დადგება დღის წესრიგში, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ამის განსაზღვრას საკონსტიტუციო თანხმობა სჭირდება.


„ამ საკითხზე მსჯელობას მას შემდეგ დავიწყებთ, რაც საკონსტიტუციო კომისია შეიკრიბება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner