აღმოსავლეთ ალეპოდან მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. უფლებადამცველი აქტივისტების ინფორმაციით, დაახლოებით 500 პირი იდლიბში გაემგზავრა, თუმცა, დანიშნულების ადგილზე ჩასულ მოქალაქეებს ამბოხებულებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის გამოც ისინი უკან გაბრუნდნენ.
5 ავტობუსში იყოფებოდნენ დაჭრილებიც. გაერო-ს ცნობით, ალეპოში დაშავებული ბავშვები და ქალები კვლავ რჩებიან, რომლებიც დაუყოვნებლივ დახმარებას საჭიროებენ.