logo_geo
eng_logo
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ მიგრანტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართა
- +

19 დეკემბერი. 2016. 12:10


 



შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და  მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) თანამშრომლობით,  მიგრანტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სამინისტროს მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსის - „მიგრაციული პროცესები ფოტოკადრში" გამარჯვებულები დააჯილდოვა.



ფოტოკონკურსი „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების"  პროგრამის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა დაბრუნებულ მიგრანტთა და მათი რეინტეგრაციის საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.



მიგრანტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საღამოს  აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD), სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



მიგრანტთა საერთაშორისო დღე დაარსებულია გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ და 2000 წლიდან ყოველ 18 დეკემბერს აღინიშნება. 1990 წლის 18 დეკემბერს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო შრომითი მიგრანტებისა და მათი ოჯახების უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენცია.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner