logo_geo
eng_logo
1 იანვრიდან თბილისში კიდევ 15 ახალი ავტობუსი ივლის
- +

19 დეკემბერი. 2016. 12:23


 


თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 15 ახალი ავტობუსის პრეზენტაცია გამართა. დედაქალაქის მერის განცხადებით, ახალი ავტობუსები 1 იანვრიდან ივლიან.


ჩამოვიდა ახალი ავტობუსების მორიგი პარტია, რომელიც 1 იანვრიდან ივლის 51 მარშრუტზე. მანამდე დამონტაჟდება გადახდის სისტემა, ტაბლო და ავტობუსები იქნება აღჭურვილი თავიდან ბოლომდე იმისთვის, რომ კომფორტულად მოვემსახუროთ ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს არის შემდგომი პარტია, რომელიც იანვარში უნდა მიგვეღო, თუმცა მომწოდებელმა კომპანიამ ჩვენი თხოვნა გაითვალისწინა და დააჩქარა მოწოდების პროცესი. ასევე, შედარებით ადრე იქნება მიღებული მომდევნო ავტობუსებიც. კომპანია ითვალისწინებს ჩვენს ბაზაზე არსებულ მდგომარეობას და დროულად გვაწვდის ავტობუსებს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


ახალი ავტობუსებით მგზავრობა 50 თეთრი ეღირება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner