logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: ვერავინ მეტყვის, რომ ჩემს რომელიმე თანამშრომელს ოდესმე სუბიექტურად გადავეფარე
- +

19 დეკემბერი. 2016. 12:44


შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის შესახებ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ის, რასაც ჟურნალისტი ამბობს, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება


თუ საჭირო იქნება და თუ დადასტურდა ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, პოლიციელი, რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან გათავისუფლდება და მის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციები იქნება გამოყენებული.

 

როდესაც ის ადამიანი არღვევს კანონს, რომელიც თავად უნდა იცავდეს წესრიგს და სხვებს უნდა მოუწოდებდეს წესრიგისკენ, ამ შემთხვევაში მას კანონი უმკაცრესად დასჯის. მე მას არავითარ შემთხვევაში არ გადავეფარები. თუ თქვენ გადახედავთ ჩემს .. ბეგრაუნდს, ვერავინ მეტყვის, რომ მე ოდესმე ჩემს რომელიმე თანამშრომელს სუბიექტურად გადავეფარე და ხელი შევუწყვე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიჩქმალვაში.


რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება პროკურატურამაც დაიწყო და ახლა გადაწყდება, ძიებას პროკურატურა გააგრძელებს თუ გენერალური ინსპექცია.

 

ერთი შემიძლია ცალსახად ვთქვა: თუკი დადასტურდა ჟურნალისტის მიერ მიცემული ჩვენება, პოლიციელი უმკაცრესად დაისჯება. ამის გარანტიას მე გაძლევთ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


ტელეკომპანია „იბერიას" წამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველს ცემაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, შემთხვევა გუშინ, ბორჯომში მოხდა. გასვიანის მტკიცებით, პოლიციელი, რომელიც ფიზიკურად ორ პირთან ერთად გაუსწორდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner