ჟურნალისტი ირაკლი შონია ზვიად გამსახურდიას შესახებ მის მიერ შექმნილი ფილმის, „ზვიად გამსახურდია - გზა თავისუფლებისკენ" პრეზენტაციას აფასებს და დამსწრე საზოგადოებას მადლობას უხდის:
„მიუხედავად იმისა რომ დღეს ძალიან დავიღალე, არ შემეძლო თითოეული თქვენთაგანისთვის არ მომეხადა მადლობა, ვინც მობრძანდით ჩემი ფილმის პრეზენტაციაზე...
გიყურებდით სახეებზე, იმ ემოციაზე, რასაც გულწრფელად გამოხატავდით და გქონდათ ასეთი დიდი ინტერესი ფილმისადმი და იმ თემისადმი, რომელიც ძალიან რთული გასაკეთებელი და საშრომი იყო... აღარ ვსაუბრობ საკუთარ ემოციებზე ამ ყველაფრის გადაღებისას და შემდგომ დამონტაჟების პროცესში...
ჩემთვის ორმაგად ემოციური იყო, რადგან მე არა ეკრანზე ვნახე ეს კადრები არამედ საკუთარი თვალით, ეს ამდენი უბედურება! მიხარია რომ საზოგადოებამ მოიწონა, მთავარი ჩემთვის ესაა. ასე მრავლად რომ მობრძანდით დღეს! უღრმესი მადლობა ყველას! საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა კორპუსს, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, სამეგრელოდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსულებს. მერაბ კოტავას სახლ-მუზეუმის ყველა თანამშრომელს, ყველა ჩემს თანამდგომს და თანამებრძოლს! სასულიერო პირებს! სიტყვით გამომსვლელებს: კონსტანტინე გამსახურდიას, მამა ნოდარ ქათამაძეს, მამა მირიან სამხარაძეს, ბიმურზა დადეშქელიანს, იგორ ჩხეიძეს, ეთერ მგალობლიშვილს, მექა ხანგოშვილს, გიგლა გობეჩიას, მადონა მაქაცარიას, თინათინ მღვდლიაშვილს და ჩვენს 9 აპრილის გმირ ქალბატონს ლელა ვეფხვაძეს! ყველას დიდი, დიდი მადლობა! ახლა კი წინ ზუგდიდია!"