logo_geo
eng_logo
უნიკალური საინჟინრო პროცესით ხეების ტრანსპორტირების ფაქტი შესაძლოა გინესის რეკორდებში მოხვდეს
- +

19 დეკემბერი. 2016. 13:09


„ქართუ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი უძილაურის თქმით, უახლოეს მომავალში ორი ჭაობის კვიპაროსი ერთად იქნება ტრანსპორტირებული, რაც იმდენად უნიკალური საინჟინრო პროცესია, რომ ფაქტი შეიძლება გინესის რეკორდების ნუსხაში მოხვდეს.



გიორგი უძილაურმა გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი უნიკალურ პარკს აკეთებს საკუთარი სახსრებით და ნებით და არა ვინმეს მიმართ ვალდებულების გამო.



„მზადება უკვე დაწყებულია და გადაზიდვაც რამდენიმე დღეში განახლდება. მოგეხსენებათ, ეს მარტივი პროცესი არ გახლავთ. ჯერ ხეები სათანადოდ უნდა შეიფუთოს და წესების სრული დაცვით მომზადდეს ტრანსპორტირებისთვის. სხვათა შორის, დიდი ალბათობით,  ორი ჭაობის კვიპაროსი ერთად იქნება ტრანსპორტირებული, რაც იმდენად უნიკალური საინჟინრო პროცესია, რომ ფაქტი შეიძლება გინესის რეკორდების ნუსხაში მოხვდეს. მოკლედ, ხეების ტრანსპორტირება საკმაოდ შრომატევადი პროცესია. უნიკალური დენდროლოგიური პარკი არ არის პირველი პარკი ამ რეგიონში. შეგახსენებთ, 2016 წელს გურიის ზღვისპირეთში გაიხსნა „მუსიკოსთა პარკი" და პარკი „საქართველო მინიატურებში", 2006 წელს გაიხსნა პარკი „ციცინათელა" რომლის ადგილზე მანამდე საკანალიზაციო ნანგრევები იყო. ასევე 2006 წელს დაიწყო „ციცინათელას" მოპირდაპირედ დაჭაობებული ტერიტორიის გაწმენდა, სადაც შემდგომ ათობით ათასი ევკალიპტი დაირგო და დღეს ჩოლოქიდან ნატანებამდე ნახეთ, როგორი პარკია გაშენებული", - განაცხადა გიორგი უძილაურმა.

 

 

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner