logo_geo
eng_logo
„ქართუ ჯგუფი“ ხეების გადარგვის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს გაუგებარს უწოდებს
- +

19 დეკემბერი. 2016. 13:11


„ქართუ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი უძილაური გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში ხეების გადარგვასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს გაუგებარს უწოდებს და აღნიშნავს, რომ  დეზინფორმაციის  გავრცელებით დაინტერესებული პირების „წუხილი" ბიძინა ივანიშვილის სახელით უფრო იყო განპირობებული, ვიდრე ბუნებაზე ზრუნვით.


„უნიკალური დენდროპარკის გასაშენებლად. ხეების 90% კერძო პირებისა და კომპანიებისგან იქნება შეძენილი, სახელმწიფოსგან შეძენილი 5-6 ხე კი მდებარეობს ციხისძირში, რკინიგზის გასწვრივ, იმ ტერიტორიაზე, საიდანაც გაზაფხულზე დენდროპარკში იყო ტრანსპორტირებული ტიტის ხე. მისი გადატანა უნიკალური საინჟინრო პროცესი იყო, ამხელა ხის ტრანსპორტირება მსოფლიოში არ მომხდარა. 640-ტონიანი ხე ციხისძირიდან შეკვეთილში გადაიტანეს ჯერ ხმელეთით, ხოლო შემდეგ ზღვით. ამხელა ხის მსგავსი მასშტაბის ტრანსპორტირება მსოფლიოში არ მომხდარა", - განაცხადა უძილაურმა.


მისივე თქმით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით დაინტერესებული პირების „წუხილი" ბიძინა ივანიშვილის სახელით უფრო იყო განპირობებული, ვიდრე ბუნებაზე ზრუნვით.

 

„ე.წ. ექსპერტები ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ - ტიტის ხე არ გახლდათ წითელ წიგნში შეტანილი. ცრუ ინფორმაციის გავრცელებით დაინტერესებული პირების „წუხილი" ბიძინა ივანიშვილის სახელით უფრო იყო განპირობებული, ვიდრე ბუნებაზე ზრუნვით. თუმცა გეგმა ჩაუფლავდათ - ტიტის ხეს არც კი უგრძნია გადარგვა, რადგან ფესვთა სისტემა საერთოდ არ დაზარალებულა", - აღნიშნა გიორგი უძილაურმა.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner