პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს:
„მარიხუანის მოწევის გამო დაჭერა რომ ნონსენსია, ამაზე საზოგადოების დიდი ნაწილი თანხმდება. პრინციპში, ჯარიმებსაც არა აქვს აზრი და იმ რეალობას უნდა შევეგუოთ, რომ, როგორც ჩანს, მარიხუანის დეკრიმინალიზაცია, რაც, ფაქტობრივად, ლეგალიზაციას ნიშნავს, გარდუვალია. მაგრამ, ამავე დროს, უმკაცრესი კონტროლი უნდა დაწესდეს, რათა „კაიფის" მოყვარულნი ვერ მოხვდნენ საჯარო სამსახურებში და რეგულირებად პროფესიებში - ექიმი, მასწავლებელი, პროკურორი და ასე შემდეგ", - წერს მაღლაფერიძე.