logo_geo
eng_logo
ირაკლი ლექვინაძე: მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასი არ გაიზრდება
- +

19 დეკემბერი. 2016. 14:09


დედაქალაქის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე, რომელიც მოიცავს მეტროს და ავტობუსებს, ტარიფის გაზრდა არ განიხილება.


მისი თქმით, სამარშრუტო ტაქსებს კერძო ოპერატორი მართავს და ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით, მერიას ბერკეტები არ აქვს.


რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, მას მართავს კერძო ოპერატორი,რომელსაც იმ ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც არის გაფორმებულ მერიასთან 2010 წელს. არანაირი ბერკეტი არ აქვს მერიას, რომ ტარიფზე ზემოქმედება მოახდინოს და ეს ტარიფი არ არის რეგულირებადი. ჩვენ მოვუწოდებთ სამარშუტო ტაქსების მმართველ კომპანიას, რომ თბილისელებისთვის არ მოახდინოს ტარიფების გაძვირება", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


მისივე თქმით, საწვავზე აქციზის ზრდა ბუნებრივია, ნიშნავს იმას, რომ საწვავზე ფასები გაიზრდება.


მუნიციპალურ ტრანსპორტზე, ავტობუსებზე და მეტროზე ტარიფის გაზრდას არ განვიხილავთ. ამ ეტაპზე საკმაოდ სოლიდური სუბსიდიაა თბილისის მერიიდან გამოყოფილი ტრანსპორტის მიმართულებით. ეს არის 60 მილიონ ლარზე მეტი,თუ გახდება საჭიროება, ბუნებრივია, მერია იზრუნებს გაზრდაზე", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner