logo_geo
eng_logo
ალექსანდე ჯეჯელავა „აუდიტორია 115“-ზე: გადაწყვეტილება, რომ ხელი შეუშალონ მეგობრებს სწავლაში, ჩვეულებრივი დანაშაულია
- +

19 დეკემბერი. 2016. 14:12


განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა „აუდიტორია 115"-ის მიერ უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის პიკეტირების საკითხს გამოეხმაურა და სტუდენტებს მოუწოდა, რომ საკუთარი პროტესტის გამოხატვით თანატოლებს სწავლაში ხელი არ შეუშალონ.


ეს არის სტუდენტების გადაწყვეტილება, რომ ხელი შეუშალონ თავის მეგობრებს სწავლაში და ეს ჩვეულებრივი დანაშაულია, რაც ამ ხალხს არაფერში სჭირდება. ჩვენ რამდენჯერმე ვთხოვეთ ამ ხალხს, გამოხატონ პროტესტი, ოღონდ ისე, რომ თავის თანატოლებს სწავლაში ხელი არ შეუშალონ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


რაც შეეხება მოთხოვნებსა და საკანონმდებლო წინადადებებს, რომელიც „აუდიტორია 115"-მა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში უკვე გადაგზავნა, როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება ისეთ ნაბიჯს არ გადადგამს, რომლითაც 100 სტუდენტის მოთხოვნა იქნება გათვალისწინებული, 20 ათასის კი უყურადღებოდ დატოვებული.


საკანონმდებლო თვალსაზრისით, პრემიერ-მინისტრი და მეც დავპირდით სტუდენტებს, რომ მათი მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ისე არ ვიზამთ, რომ 100 სტუდენტის მოთხოვნა გავითვალისწინოთ და 20 ათასის უყურადღებოდ დავტოვოთ. ამიტომ შექმნილია პლატფორმა, შექმნილია მუშაობის მრავალფეროვანი ინსტრუმენტები და საკანონმდებლო თვალსაზრისით ისეთი ვარიანტები გვექნება, რომელიც უნივერსიტეტს მისცემს მაქსიმალურ დამოუკიდებლობას, რომ თვითონ გადაწყვიტოს, როგორი ორგანიზება გაუკეთოს შიდა თემებს", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

„აუდიტორია 115" თვითმმართველობის არსებული მოდელისა და თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებას, საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტების არჩევის პირდაპირი წესის შემოღებას და საფაკულტეტო საბჭოს არჩევნების ამის შემდეგ ჩატარებას, მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების ქვედა ზღვარის კონსტიტუციაში განსაზღვრასა და უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სრული რეაბილიტაციისთვის თანხის გამოყოფას ითხოვს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner