logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად, დავეხმაროთ სირიელ ხალხს
- +

19 დეკემბერი. 2016. 14:12


განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სირიაში განვითარებულ მოვლენებზე საქართველოს პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებისა და ამ მოვლენებში რუსეთის როლის გამოკვეთის ინიციატივას გამოეხმაურა.


მისი თქმით, რეზოლუციის მიღების საკითხს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები გადაწყვეტენ.


ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად, ჰუმანიტარულ ნაწილში დავეხმაროთ სირიელ ხალხს. ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ბავშვების ბედი. ჩვენ ყველამ ვნახეთ ის კადრები და ვიცით ყოველდღიურად ინფორმაცია ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ. მე ცალსახად მომხრე ვიქნები, რომ ჰუმანიტარულ ნაწილში მაქსიმალური დახმარება გავუწიოთ. წელს ჩვენ მივიღეთ სირიელი ლტოვილები, მათ შორის სკოლებში და ვცდილობთ, მაქსიმალურად დავეხმაროთ, მათ შორის ამ კრიზისის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner