logo_geo
eng_logo
ფედერიკა მოგერინი: რუსეთის საქციელი, განსაკუთრებით ალეპოში, მიუღებელი სისასტიკეა
- +

19 დეკემბერი. 2016. 14:50



ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ იტალიურ „La Stampa"-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა ეთანხმება იმ ფაქტს, რომ რუსეთის საქციელი, განსაკუთრებით ალეპოში, მიუღებელი სისასტიკეა.


ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა ეთანხმება იმ ფაქტს, რომ რუსეთის საქციელი, განსაკუთრებით ალეპოში, მიუღებელი სისასტიკეა. ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა აზრი არ არსებობს. ისევე როგორც ვეთანხმებით იმ აზრს, რომ რუსეთთან სირიისა და არა მხოლოდ სირიის საკითხისთვის საჭიროა ღია პოლიტიკური არხის არსებობა.

ამ მომენტში სირიისთვის დახმარება, პირველ რიგში, ნიშნავს მისი დაბომბვის თავიდან აცილებას. ჩვენ, ევროკავშირი, მთავარი დონორი ვართ ჰუმანიტარული თვალსაზრისით: თითქმის ყველა დახმარება, რასაც სირიელები იღებენ, მოდის ევროკავშირიდან და გაერო-დან. ჩვენი დიპლომატიური ჩართულობა აქედან იწყება.

მე დავიწყე პირდაპირი დიალოგი რეგიონის ყველა მოთამაშესთან: ირანი, საუდის არაბეთი, თურქეთი, ეგვიპტე, იორდანია, ლიბანი, ყატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები. ასევე სირიელებთან, ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლებთან და დარჩენილ სამოქალაქო საზოგადოებასთან. ვეძებთ საერთო პასუხებს ოთხ კითხვაზე: როგორი უნდა იყოს ერთიანობა სირიისთვის? მმართველობის როგორი ფორმა უნდა ჩამოყალიბდეს? როგორ უნდა წარვმართოთ შერიგების პროცესი? როგორ აღვადგინოთ ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით? ეკონომიკის აღდგენას დიდი თანხები დასჭირდება. შესაძლოა, მოსკოვში და ვაშინგტონში თვლიდნენ, რომ ომის დამთავრებისთანავე წიგნის ეს თავი დაიხურება, მაგრამ ჩვენ, ევროკავშირში ასე არ ვთვლით", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner