logo_geo
eng_logo
გრიგორი კარასინმა და რუსეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოზე ისაუბრეს
- +

18 თებერვალი. 2016. 12:02



რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და რუსეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ვიგაუდას უშაცკასმა გუშინ გამართული შეხვედრის დროს საქართველოზე ისაუბრეს.



რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განხილვის საგანი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა გახდა.



მოხდა აზრების გაცვლა მოლდოვაში სიტუაციის განვითარებაზე, ასევე საქართველოსთან ევროკავშირისა და რუსეთის ფედერაციის ურთიერთობებზე", - ნათქვამია განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner