logo_geo
eng_logo
სოფელ ნუკრიანში დამწვარ კულტურის სახლს სიღნაღის რაიონის გამგეობა აღადგენს
- +

19 დეკემბერი. 2016. 15:21


 


სოფელ ნუკრიანში დამწვარ კულტურის სახლს სიღნაღის რაიონის გამგეობა აღადგენს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ჯანიკაშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა.


კულტურის სახლის შენობა, რომელშიც სხვადასხვა ორგანიზაციები იყო განთავსებული გამგეობის ბალანსზეა. შესაბამისად ჩვენი აღსადგენი და გასაკეთებელია. მთლიანად დამწვარია შენობის სახურავი და რამდენიმე ოთახი, რომლის აღდგენასაც სავარაუდოდ 200 ათასი ლარი დასჭირდება, თუმცა უკვე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ხანძრისგან მიყენებულ ზარალს დაითვლის და ზუსტი ოდენობა დაახლოებით ერთ კვირაში გვეცოდინება. ამის შემდეგ კი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად აუცილებელი პროცედურები განხორციელდება", - განაცხადა დავით ჯანიკაშვილმა.


ხანძარი სოფელ ნუკრიანის კულტურის სახლში გუშინ ღამით გაჩნდა. წინასწარი ვერსიით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ელექტროსადენები გახდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner