logo_geo
eng_logo
ორგანიზაცია „მოქალაქე“ კონკურსს „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ მესამედ ატარებს
- +

19 დეკემბერი. 2016. 16:21


 



ფონდ „ქართუს" გამგეობის თავმჯდომარის ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, „ორგანიზაცია „მოქალაქე"  კონკურსს „სტუდენტები თვითმმართველობისთვის" უკვე მესამედ ატარებს.

მისი თქმით, დღეს გამარჯვებული ჯგუფის წევრებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.


ჯამში შეირჩა 51 გუნდი. დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ უკეთ გავაცნოთ ჩვენს მონაწილეებს დავალების არსი. წელს გვაქვს განსხვავებული ფორმატი, რაც გულისხმობს იმას, რომ მეტი ჩართულობა იქნება გათვალისწინებული ადგილობრივი ახალგაზრდობის მხრიდან, თუ შარშან გუნდები შედგებოდა 4 ან 6 წევრისგან, რომლებიც სრულად სტუდენტებისგან იყო დაკომპლექტებული, წელს გუნდები არის სამკაციანი და მათ დავალებული აქვთ, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, სადაც გადანაწილდებიან, იქ შეარჩიონ გუნდის სხვა წევრები ანუ ადგილობროვ ახალგაზრდებს შორის, რაც მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს ადგილებზე ახალგაზრდობის და მნიშვნელოვანია", - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner