logo_geo
eng_logo
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7412 ლარი გახდა
- +

19 დეკემბერი. 2016. 17:09


 


ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.7412 ლარი იქნება. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.6837 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0575 ლარი შეადგინა.


ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.8615 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.8050 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0565 ლარი შეადგინა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner