logo_geo
eng_logo
მევლუდ ჩავუშოღლუ: ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილის დატოვება 12 000 ადამიანმა შეძლო
- +

19 დეკემბერი. 2016. 17:28


 


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუ ჩავუშოღლუ განცხადებით, ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილის დატოვება საერთო ჯამში 12 000 ადამიანმა შეძლო, აქედან 4 500 ადამიანმა ბოლო დღის განმავლობაში.


საერთო ჯამში 12000 ადამიანი, მათ შორის 4 500 ბოლო დღის განმავლობაში ევაკუირებულია ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ზონებიდან", - წერს „Twitter "-ზე მევლუ ჩავუშოღლუ.


რამდენიმე ათეულმა ავტობუსმა, რომელსაც ათასობით ადამიანი გადაჰყავს, დღეს დილით დატოვა აღმოსავლეთ ალეპოს ნაწილი, რომელიც მეამბოხეების კონტროლის ქვეშაა.


ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა განაცხადა, რომ რუსეთის, ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალ მოსკოვში შეხვედრას გამართავენ, რათა ახალი იმპულსი მისცენ ალეპოში სიტუაციის დარეგულირების ძალისხმევას.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner