არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.
როგორც „ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ქუთაისიდან იუწყება, შემთხვევის ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ემუხლით არის დაწყებული.