ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი საზოგადოებას იური ვაზაგაშვილის ოჯახის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და ამის შესახებ სტატუსს ავრცელებს:
„არ დაგავიწყდეთ პარასკევს, 25 მარტს 15:00 საათზე იური ვაზაგაშვილის ოჯახისადმი თანადგომა, რომ უნდა გამოვხატოთ და თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომ უნდა მივიდეთ. ვინც ვიცით რა უბედურება დამართეს ამ ოჯახს, ვინც ვართ თბილისში და ვისაც სინდისი ოდნავ მაინც გვაწუხებს, ვაზაგაშვილების მხარდასაჭერად უსათუოდ მივიდეთ. პირადად მე მეტროსადგურ სამგორთან არსებული ავტოვაგზლიდან ჩემი ზურგჩანთით მოვალ სასამართლოში. ამით იმის თქმა მინდა, რომ თბილისში ამ დღეს ჩამოვალ და პირდაპირ იქ მოვალ, მთელი გულით და ხელში ჩემი პატარა ვიდეოკამერით.
ზუსტად ვიცი რომ ნანა ფაჟავა მოდის. ისიც ზუსტად ვიცი, რომ ლაშა ჩხარტიშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვერდზე გადადო და სააპელაციო სასამართლოს შენობასთან 15:00 საათზე აქცია დაანონსა. ასე რომ მე, ლაშა და ნანა ნამდვილად იქ ვიქნებით და უცხოეთში მყოფი ქართველების ნაცვლადაც ჩვენ ვუგულშემატკივრებთ ვაზაგაშვილებს.
თუ მხოლოდ სამნი ვიქნებით, ადვილად შესაძლებელია კახპები და სუნიენები გვეძახონ, ისე, როგორც ამას აკეთებენ წამებით მოკლული სერგო თეთრაძის საქმის განხილვისას. როცა ბევრნი ვართ, კედელზე აკრულები არიან ხოლმე. ჩვენ ყველა შემთხვევაში მივალთ იქ!"