logo_geo
eng_logo
„შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში ამ კვირას თუ არა, მომავალ კვირას აუცილებლად შევა"
- +

19 დეკემბერი. 2016. 17:12


 

 

„ჩვენ უკვე შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში ამ კვირას თუ არა, მომავალ კვირას აუცილებლად შევა", - ამის შესახებ  „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მჟავანაძემ აღნიშნა, ინიციატივა ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში ცვლილებებს, რომლის თანახმადაც უცხოეთის მოქალაქეებზე, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე აკრძალული იქნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრებაში გადაცემა.


„წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიასთან საქართველოს პარლამენტში.

 

ჩვენი ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში ცვლილებებს ითვალისწინებს. მის თანახმად, უცხოეთის მოქალაქეებზე, მოქალაქეობის არმქონე პირებზე აკრძალული იქნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრებაში გადაცემა.

 

ჩვენ ამ საკითხის მიმართ უცხო ქვეყნების გამოცდილება და მაგალითები გვაქვს და არ ვითხოვთ ველოსიპედის ხელმეორედ გამოგონებას", - აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner