logo_geo
eng_logo
გაერო-ს უშიშროების საბჭომ ალეპოში საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსებას მხარი დაუჭირა
- +

19 დეკემბერი. 2016. 19:45


 


ალეპოში საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსებასთან დაკავშირებით რეზოლუციას გაერო-ს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა. რეზოლუციას  უშიშროების საბჭოს 15-ივე წევრმა დაუჭირა მხარი, მათ შორის რუსეთმაც. დოკუმენტის თანახმად, დამკვირვებლები ქალაქის აღმოსავლეთ რაიონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის  პროცესს უნდა გაუწიონ მონიტორინგი. გაერო-სა და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებმა უნდა განახორციელონ ალეპოს აღმოსავლეთ და სხვა რაიონებიდან ევაკუაციის პროცესის შესაბამისი ნეიტრალური მონიტორინგი. 


რეზოლუციის კომპრომისული ვარიანტი რუსეთისა და საფრანეგთის მიერ შეთავაზებული ტექსტების საფუძველზე შეათანხმეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner