ალეპოში საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსებასთან დაკავშირებით რეზოლუციას გაერო-ს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა. რეზოლუციას უშიშროების საბჭოს 15-ივე წევრმა დაუჭირა მხარი, მათ შორის რუსეთმაც. დოკუმენტის თანახმად, დამკვირვებლები ქალაქის აღმოსავლეთ რაიონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესს უნდა გაუწიონ მონიტორინგი. გაერო-სა და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებმა უნდა განახორციელონ ალეპოს აღმოსავლეთ და სხვა რაიონებიდან ევაკუაციის პროცესის შესაბამისი ნეიტრალური მონიტორინგი.
რეზოლუციის კომპრომისული ვარიანტი რუსეთისა და საფრანეგთის მიერ შეთავაზებული ტექსტების საფუძველზე შეათანხმეს.