logo_geo
eng_logo
საქართველოს უზენაესი სასამართლოში ანალიტიკური განყოფილების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა
- +

19 დეკემბერი. 2016. 20:05


 


2016 წლის 19 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოში ევროპის საბჭოს ექსპერტების სლოვენიის უზენაესი სასამართლოს გენერალური მდივნის, მოსამართლე ჯანკო მარინკოსა და სლოვენიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფროსი მრჩევლის რადო ბრეზოვარის მონაწილეობით სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.


შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ.


შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ უცხოელი ექსპერტების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს ანალიტიკური  განყოფილების განვითარების შესახებ და იმსჯელეს მათი იმპლემენტაციის გზების შესაძლებლობებზე.


შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროექტის - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და საერთაშორისო სტანდარტებთან ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ჰარმონიზაცია საქართველოში - მხარდაჭერით.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner