logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი პროფესიული განათლების რეფორმის გეგმას წარადგენს
- +

24 მარტი. 2016. 10:14



დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პროფესიული განათლების რეფორმის გეგმას წარადგენს. ღონისძიება ტექნოლოგიურ პარკში 11.00 საათზე გაიმართება.


განათლების რეფორმა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.



რეფორმების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ეკონომიკის რეფორმას, განათლების რეფორმას, სივრცით მოწყობას და მმართველობის რეფორმას, ემსახურება ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას. განათლების რეფორმის პირველი ბლოკის პრეზენტაციას დამსწრე საზოგადოებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გააცნობს. სიახლის თანახმად, პროფესიულ განათლებაში გატარდება რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს დამსაქმებლის ჩართულობით საგანმანათლებლო პროცესის წარმართვას, საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებას და შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიების გამოკვეთას", - განმარტავენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner