თურქული სახელმწიფო ტელეკომპანია NTV-ს ცნობით, პირი, რომელმაც ანკარაში რუსეთის ელჩს ანდრეი კარლოვს ცეცხლი გაუხსნა, პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია. ელჩი თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გამოფენის გახსნაზე იმყოფებოდა. კარლოვს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ის ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გამოდიოდა.
ანდრეი კარლოვის მდგომარეობა კრიტიკულია. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. რუსეთის ელჩის გარდა, ანკარაში გამოფენის დროს სროლის შედეგად კიდევ სამი ადამიანი დაშავდა.