თურქული მედიის ცნობით, თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთში ელჩის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა. ამის შესახებ უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვი თავდასხმასთან დაკავშირებით თურქეთის ხელისუფლებასთან კონტაქტზე იმყოფება.
ანკარაში შემთხვევის ადგილზე მივიდა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ.
შეგახსენებთ რომ, რუს დიპლომატზე თავდასხმა ანკარაში, ფოტოგამოფენაზე მოხდა, სადაც ის სიტყვით უნდა გამოსულიყო. რუსეთის ელჩი მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოში მოათავსეს. ასევე პირი, რომელმაც თავდასხმა განახორციელა პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია.