logo_geo
eng_logo
მამაკაცი, ვინც რუსეთის ელჩს ესროლა, ანკარაში პოლიციაში მსახურობდა
- +

19 დეკემბერი. 2016. 22:24


 


Reuters-ის ინფორმაციით, ადამიანი, რომელმაც თურქეთში რუსეთის ელჩს, ანდრე კარლოვს ესროლა, ანკარაში პოლიციაში მუშაობდა.


ტელეკომპანია „NTV" ავრცელებს ინფორმაციას, რომ დამნაშავე საგამოფენო სივრცეში როგორც პოლიციელი შეიპარა, სადაც რუსეთის ელჩი სიტყვით გამოდიოდა. ვარაუდობენ, რომ მის მიერ წარმოდგენილი დამადასტურებელი საბუთი, შესაძლოა, ყალბი ყოფილიყო.


ამასთან, სააგენტო Haber Turk-ი იტყობინება, რომ ის პოლიციიდან 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმის გამოძიების ფარგლებში გაათავისუფლეს.


დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელის სახელი მევლუთ მერტ ატლინტასია, ის 1994 წელს დაიბადა და იზმირში პოლიციის სკოლა დაამთავრა.


როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ცეცხლის გახსნისას თავდამსხმელი ყვიროდა: "არ დაგავიწყდეთ ალეპო! არ დაგავწყდეთ სირია!"


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარს ტერაქტი უწოდა და საკითხის გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გატანა მოითხოვა.


ელჩზე განხორციელებული თავდასხმის გამო, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანკარაში რუსეთის საელჩოს დაცვა გააძლიერა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner