საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი რუსი ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით რუსეთს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ მოგერინი სოციალურ ქსელ twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში რუსეთის ელჩ ანდრეი კარლოვს ანკარაში ფოტოგამოფენაზე დაესხნენ თავს. მიღებული ჭრილობების შემდეგ ანდრეი კარლოვი საავადმყოფოში გარდაიცვალა.