logo_geo
eng_logo
NATO-ს გენერალური მდივანი რუსი დიპლომატის მკვლელობის ფაქტს გმობს
- +

19 დეკემბერი. 2016. 23:08


 


NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი twiiter-ზე წერს, რომ თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის ფაქტს გმობს და რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს.  მისი თქმით, მსგავს ქმედებებს გამართლება არ აქვს.


შეგახსენბთ, რომ თურქეთში რუსეთის ელჩ ანდრეი კარლოვს ანკარაში ფოტოგამოფენაზე დაესხნენ თავს. მიღებული ჭრილობების შემდეგ ანდრეი კარლოვი საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდამსხმელი მევლუთ მერთ ალთინთაში თურქეთის პოლიციაში მსარუხობდა.


ბოროტმოქმედის ლიკვიდირება სამართალდამცველებმა მოახდინეს. გავრცელებული ცნობით, ბოროტმოქმედი თავდასხმისას "ალაჰ აკბარსა" და „არ დაივიწყოთ სირია, ალეპოს" ყვიროდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner