logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი: შოკირებურული ვარ თურქეთში რუსეთის ელჩის მზაკვრული მკვლელობით
- +

19 დეკემბერი. 2016. 23:38


 


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი twitter-ის საკუთარ გვერდზე თურქეთში რუსი დიპლომატის მკვლელობის ფაქტს გმობს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.


„ვგმობ ამ „ლაჩრულ თავდასხმას" და შოკირებურული ვარ თურქეთში რუსეთის ელჩის მზაკვრული მკვლელობით", - აცხადებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.


შეგახსენებთ, რომ რუს დიპლომატს თავს ანკარაში ფოტოგამოფენაზე დაესხნენ. მიღებული ჭრილობების შემდეგ ანდრეი კარლოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თავდამსხმელი პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner