რუსული მედიის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ მოსკოვში ჩავიდა. ვიზიტის სხვა დეტალებზე ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამასთან, თურქეთისდ საგარეო უწყებაშუ აცხადებენ, რომ თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა რუსულ-თურქულ ურთიერთობებს ჩრდილს ვერ მიაყენებს.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ტერორისტულ თავდასხმას. ტერორისტი ლიკვიდირებულია. ჩატარდება ძირფესვიანი გამოძიება. ელჩი კარლოვი იყო ბრწყინვალე დიპლომატი და ადამიანი. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ მკვლელობამ ჩრდილი მიაყენოს ორი ქვეყნის ურთიერთობას",-აცხადებენ თურქეთის საგარეო უწყებაში.