logo_geo
eng_logo
უზარმაზარი ზარალის მიუხედავად, ტაძარში ყველა ფრესკა გადარჩა
- +

24 მარტი. 2016. 10:32



რა მდგომარეობაშია დღეს სამების საკათედრო ტაძარი, რა ზარალი მიადგა ხანძრისგან და რაზე საუბრობს მომსახურე პერსონალი? ვითარებას „ფოსტალიონი" ტაძრის ტერიტორიაზე იკვლევდა.


როგორც უკვე ცნობილია, ცეცხლი პირველად ტაძრის ქვემოთ, „ალილოს" სტამბას გაუჩნდა. იმ დღეს პატრიარქი იყო მისული. უკვე გადიოდა, როცა უეცრად შუქი ჩაქრა და საშინელი კვამლი ამოვიდაო, - გვითხრა თვითმხილველმა. რთულია იმის გაგება, რისი ან ვისი ბრალია ეს შემთხვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ექსპერტებმა ელექტროენერგიით ხანძრის გაჩენა თითქმის უკვე გამორიცხეს. სტამბასთან ერთად საგანმანათლებლო ცენტრია განათავსებული, სადაც მეფუტკრეობას და მრავალ საგანს და ხელობას ასწავლიან. როგორც ადგილზე მომსახურე პერსონალი ამბობს, აქ უამრავი ხალხი ირევა ყოველდღე , რომელთაგან უმეტესობა მათთვის სრულიად უცნობი პირები არიან. ამიტომ, არც შემთხვევითობას გამორიცხავენ და არც ბოროტებას.


დამწვარია ათასობით წიგნი, საერთო ზარალი კი სავარაუდოდ 5 მილიონს აღწევს. მღვდელმსახურების თქმით, ტაძრებში ხანძარი ადრეც გაჩენილა. ზოგადად კი, მარხვის პერიოდში ეშმაკი იბრძვის და ბოროტება ამ პერიოდში იმატებს ხოლმე, საბედნიეროდ, დამწვარ ტერიტორიაზე ყველა ფრესკა გადარჩენილია, რაც უფლის წყალობის ნიშანიაო.


ტაძარში კვლავ ისეთი კვამლია, რომ დიდხანს გაჩერება შეუძლებელია, თან ჯანმრთელობისთვისაც საშიში, ამიტომ გარკვეული პერიოდი წირვა სვეტიცხოველში ჩატარდება.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner