logo_geo
eng_logo
ირაკლი ლექვინაძე: თბილისის მერიაში თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლება არ იგეგმება
- +

20 დეკემბერი. 2016. 00:25


 

 

ბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას აღნიშნა, რომ  ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება მუდმივად მიმდინარეობს და 2017 წლის ბიუჯეტით, ადმინისტრაციული ხარჯების დაახლოებით, 17 მილიონი ლარით შემცირებაა გათვალიწინებული.


„აქედან, პრემიებისა და დანამატების მიმართულება 10 მილიონ ლარამდეა, დანარჩენი კი, შიდა სტრუქტურების ოპტიმიზაციითა და სხვადასხვა ტიპის დანახარჯების შემცირებითაა გამოთავისუფლებული. თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლება არ იგეგმება. ვცდილობთ, შედეგი სხვა ფინანსური რესურსების გამოთავისუფლებით მივიღოთ და ეს თბილისის მერიაში დასაქმებულ ადამიანებს ნაკლებად შეეხოს. თუმცა, იგეგმება რამდენიმე აიპის გაერთიანება და ამ გაერთიანების ფარგლებში შესაძლოა, ადმინისტრაციულ-საშტატო ერთეულები გარკვეულწილად შემცირდეს", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner