logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინი: პასუხი ამ მკვლელობაზე მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს...
- +

20 დეკემბერი. 2016. 00:27


 


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, რომ პასუხი ამ მკვლელობაზე მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს - ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება.

 

„ბანდიტები თავიანთ თავზე იგრძნობენ ამ პასუხს. რუსეთის ფედერაციის გამოძიების კომიტეტმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაუყოვნებლივ გაემგზავრება ანკარაში, სადაც თურქ კოლეგებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გამოძიებაში. შეთანხმება ამის შესახებ უკვე მიღწეულია თურქეთის პრეზიდენტთან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ მართავდა მკვლელის ხელს", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner