logo_geo
eng_logo
თავდასხმის დროს რუსეთის ელჩთან ერთად გამოფენაზე მისი მეუღლეც იმყოფებოდა
- +

20 დეკემბერი. 2016. 00:28


 


რუსული მედიის ცნობით, თავდასხმის დროს ანდრეი კარლოვთან ერთად მისი მეუღლე მარინაც იმყოფებოდა. გამოფენაზე ის ქმართან ერთად მივიდა და, როდესაც სროლა ატყდა, იქ იმყოფებოდა.


მოკლული ელჩის მეუღლე აცხადებს, რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგო, ამის შემდეგ იატაკზე დაწვა და ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. მოგვიანებით კი,  საკუთარი მეუღლე დაჭრილი დაინახა.


შეგახსენებთ, რომ რუს დიპლომატს თავს ანკარაში ფოტოგამოფენაზე დაესხნენ. მიღებული ჭრილობების შემდეგ ანდრეი კარლოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თავდამსხმელი პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner